ცენტრის შესახებ

სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უწყებაა,  რომლის კომპეტენციებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე    საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს, თანახმად,   ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  შესახებ“ საქართველოს კანონის  37-ე მუხლისა. ცენტრი წარმოდგენილია   გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილებით, ასევე ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს განყოფილებებით.  სულ ცენტრის თანამშრომელთა რიცხოვნობა შეადგენს 43-ს. 
ცენტრს ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე  ჰყავს თავისი წარმომადგენლობა, მუნიციპლური  განყოფილებების სახით, რომელიც გარდა ბათუმისა წარმოდგენილია განყოფილების, უფროსის, ექიმი ეპიდემიოლოგის და მძღოლის სახით, ხოლო ქალაქ ბათუმში განსაზღვრულია 4 ექიმი- სპეციალისტით (მ.შ.განყოფილების უფროსი).  

ცენტრის მიზანია:

რეგიონში ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო გარემოს უზრუნველყოფა,  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი  მზადყოფნისა  და   დროული  რეაგირების გზით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა,   მოსახლეობის ცნობიერების დონის გაზრდა და ჩართულობა. დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დიაგნოსტიკა.        
რეგიონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიების სრულყოფილად განხორციელებისათვის   აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და რეგიონის მუნიციპალიტეტის თითმმართველობებს შორის მოქმედებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობების მხრივ ითვალისწინებს, ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას.