C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, აივ ინფექციის აქტიური გამოვლენის ხელშეწყობა

  • ამობეჭდვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2019 წელს ახორციელებს ახალ პროგრამულ ღონისძიებას, რომელსაც ქალაქების ბათუმისა და ქობულეთის ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები განახორციელებენ საკარდაკარო შემოვლის გზით.

მიზანი:

Ø  ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა და მისი გავრცელების პრევენცია.

მომსახურების გაწევის ადგილი:

Ø  ქალაქები ბათუმი და ქობულეთი

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø  სკრინინგი C ჰეპატიტზე

Ø  სკრინინგი აივ ინფექცია/შიდსზე

Ø  სკრინინგი ტუბერკულოზზე

ღონისძიების მოსარგებლეები:

Ø  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები 18 წლის ზემოთ ასაკის (ტუბერკულოზის სკრინინგის შემთხვევაში ასაკი არ არის შეზღუდული) საქართველოს მოქალაქეები.

საეჭვო შემთხვევის გამოვლენისას დაწესებულება განახორციელებს რეფერალს დამადასტურებელი კვლევების ჩასატარებლად