C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, აივ ინფექციის აქტიური გამოვლენის ხელშეწყობა

  • ამობეჭდვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2021  წელს აგრძელებს პროგრამულ ღონისძიებას, რომელსაც ქალაქების ბათუმისა და ქობულეთის ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები განახორციელებენ ამბულატორიული მიღებისა და საკარდაკარო შემოვლის გზით.

მიზანი:

Ø  ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა და მისი გავრცელების პრევენცია.

მომსახურების გაწევის ადგილი:

Ø  ქალაქები ბათუმი და ქობულეთი

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø  სკრინინგი C ჰეპატიტზე

Ø  სკრინინგი აივ ინფექცია/შიდსზე

Ø  სკრინინგი ტუბერკულოზზე

ღონისძიების მოსარგებლეები:

Ø  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები 18 წლის ზემოთ ასაკის (ტუბერკულოზის სკრინინგის შემთხვევაში ასაკი არ არის შეზღუდული) საქართველოს მოქალაქეები (30 000 ბენეფიციარი)

საეჭვო შემთხვევის გამოვლენისას დაწესებულება განახორციელებს რეფერალს დამადასტურებელი კვლევების ჩასატარებლად

ღონისძიების ღირებულება  - 52 500 ლარი