ღონისძიება -ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში

  • ამობეჭდვა

2015-2017წწ ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე იდენტიფიცირებულ რისკ-ჯგუფში, 500 ბენეფიციარი (რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების ბავშვები, იდენტიფიცირებული ჯანმოს ISAAC კითხვარით), გათვალისწინებულია  ალერგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკა   შემთხვევის დროული მართვის მიზნით, რაც მოიცავს: ალერგოლოგის კონსულტაციას, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევას, კანის პრიკ ტესტს არაინფექციური ალერგენებით, ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის მონოქსიდის განსაზღვრას ანალიზატორით. 

ღონისძიებით განსაზღვრული დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება შეეძლება ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ალერგოლოგთან კონსულტაციაზე პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მიერ რეფერირებულ 6-12 წლის ასაკის არანაკლებ 100 ბენეფიციარს.