ღონისძიება - მენჯ-ბარძაყის სახსრის დიპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ადრეული დიაგნოსტიკა

  • ამობეჭდვა

ბავშვთა განვითარების ადრეულ ასაკში ძვალ-სახსართა  თანდაყოლილი დეფორმაციების, მ.შ. მენჯ-ბარძაყის სახსრის  თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და დისპლაზიის დროული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის მიზნით, 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარდება  ორთოპედის კონსულტაცია, Ca-ის შემცველი მედიკამენტოზური პრევენცია, პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ორთოპედის მიერ  შემთხვევის მართვის დროული დაგეგმვა. სამედიცინო მომსახურების მიწოდება განხორციელდება მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების (ამბულატორიების) დონეზე. ღონისძიებით მოსარგებლეა 0-2 წლამდე ასაკის ბავშვები (ერთჯერადად), რეგისტრირებული აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.