ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში

  • ამობეჭდვა

2021 წელს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრძელებს პროგრამულ ღონისძიებას „ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში“

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø  ალერგოლოგის კონსულტაცია

Ø  გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა

Ø  კანის პრიკ ტესტის ჩატარება არაინფექციური ალერგენებით

Ø  სისხლის შრატში საერთო IgE განსაზღვრა

ბენეფიციარები:

Ø  აჭარის ა.რ. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-12 წლის ასაკის ბავშვები, რეფერირებული პირველადი ჯანდაცვის ექიმის მიერ ალერგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის, აგრეთვე ბავშვები 2020 წლის ამავე ღონისძიების ფარგლებში ქალაქ ბათუმის სკოლების პირველკლასელთა შორის ტესტ-კითხვარის საშუალებით იდენტიფიცირებულ რისკ-ჯგუფის ბაზიდან  (450 ბენეფიციარი).

ღონისძიების შემსრულებელი: ტენდერით გამოვლენილი დაწესებულება

ღონისძიების ღირებულება -26 640 ლარი