აუტიზმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში

  • ამობეჭდვა

2019 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს   პროგრამულ ღონისძიებას ბავშვთა გონებრივი განვითარების სრულყოფის ხელშეწყობისა და სოციალური სისუსტეების დროული აღმოფხვრის მიზნით.

ღონისძიების მოსარგებლეები:

Ø      რეგიონის  მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული  ბავშვები 2-დან 7 წლის ჩათვლით, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გადამისამართებულია ბავშვთა ფსიქიატრთან. ბენეფიციართა საპროგნოზო რაოდენობა - 120.

 ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø  ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია აუტიზმის სკრინინგული შეფასებით

Ø  ფსიქიატრის კონსულტაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ADOS ტესტის ჩატარება

ღონისძიებით გათვალიწინებული მომსახურება განხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის  საშუალებით, რომელსაც გასცემს  სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრი პირველადი ჯანდაცვის  ქსელიდან მიმართვის საფუძველზე

 ღონისძიების ღირებულება - 20 000 ლარი