აუტიზმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში

  • ამობეჭდვა

2019 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს   პროგრამულ ღონისძიებას ბავშვთა გონებრივი განვითარების სრულყოფის ხელშეწყობისა და სოციალური სისუსტეების დროული აღმოფხვრის მიზნით.

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø  ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია აუტიზმის სკრინინგული შეფასებით

Ø  ფსიქიატრის კონსულტაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ADOS ტესტის ჩატარება

ღონისძიების მოსარგებლეები:

Ø  რეგიონის  მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული  ბავშვები 2-დან 7 წლის ჩათვლით, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გადამისამართებულია ბავშვთა ფსიქიატრთან. ბენეფიციართა საპროგნოზო რაოდენობა - 300.