ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი

  • ამობეჭდვა

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø  თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების დროული აღმოჩენისა და განვითარების დარღვევების შეუქცევადი პროცესების თავიდან აცილების მიზნით  0-1 თვის ახალშობილებში სკრინინგული    კვლევის ჩატარება   35-ზე მეტ დაავადებაზე

Ø  სკრინინგის დადებითი პასუხის შემთხვევაში    დიაგნოზის დასადასტურებლად  კონფირმაციული კვლევის  ჩატარების უზრუნველყოფა.

 

ღონისძიების მოსარგებლეები:  

აჭარის ა.რ. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე  რეგისტრირებული 0-1 თვის ახალშობილები, რომელთა ოჯახები    დარეგისტრირებულია  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში  0-დან 200 000-ის ჩათვლით  სარეიტინგო ქულით;  

ან მშობელთაგან ერთერთი არის შეზღუდული შესაძლებლობის   მქონე პირი; 

ან მეტაბოლური დარღვევების განვითარების მხრივ მაღალი რისკის მქონე ახალშობილები.