ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში

  • ამობეჭდვა

2014 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს   პროგრამულ ღონისძიებას ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში.

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø  ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია

Ø  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური  გამოკვლევა 

Ø  ენდოკრინოლოგის კონსულტაცია

ღონისძიების მოსარგებლეები:

Ø  რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ ანტენატალური კომპონენტით მოსარგებლე ორსულები,   რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე (4 500 ბენეფიციარი)