მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის

  • ამობეჭდვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2023 წლიდან იწყებს ახალ პროგრამულ ღონისძიებას- მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის.

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

 

Ø  სასწავლო/საინფორმაციო კურსი ორსულობის პერიოდის სწორად წარმართვისა და ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების  მიზნით

Ø  კურსის სახით 6 ინტერაქტიული გაკვეთილის ჩატარება, სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობით (მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი, ფსიქოლოგი, ფიზიკური თერაპევტი).

 

 

ღონისძიების მოსარგებლეები:  

აჭარის ა.რ. რეგისტრირებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით მოსარგებლე ორსული/ან მისი მეუღლე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში  0-დან 200 000-ის ჩათვლით  სარეიტინგო ქულით;   

ორსული  ან მეუღლე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.