მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ადრეული დიაგნოსტიკა

  • ამობეჭდვა

ღონისძიება ხორციელდება ბავშვთა განვითარების ადრეულ ასაკში ძვალ-სახსართა  თანდაყოლილი დეფორმაციების, მ.შ. მენჯ-ბარძაყის სახსრის  თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და დისპლაზიის დროული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის მიზნით

მომსახურების მიწოდების ადგილი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø  ორთოპედის კონსულტაცია (პირველადი),

Ø  Ca-ის შემცველი მედიკამენტოზური პრევენცია

Ø  პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, რენტგენოლოგიური გამოკვლევა,

Ø  ორთოპედის კონსულტაცია (რენტგენოლოგიური გამოკვლევის შემდგომი),  შემთხვევის მართვის დროული დაგეგმვა.

 

ღონისძიებით მოსარგებლეები:

Ø  1 წლამდე ასაკის ბავშვები,  რომლებიც რეგისტრირებული არიან  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის   ტერიტორიაზე     (1500 ბენეფიციარი)

 

ღონისძიებით გათვალიწინებული მომსახურება განხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის  საშუალებით, რომელსაც გასცემს  სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრი ღონისძიების შესრულებაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებზე

ღონისძიების ღირებულება - 30 000 ლარი