მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ადრეული დიაგნოსტიკა

  • ამობეჭდვა

ღონისძიება ხორციელდება ბავშვთა განვითარების ადრეულ ასაკში ძვალ-სახსართა  თანდაყოლილი დეფორმაციების, მ.შ. მენჯ-ბარძაყის სახსრის  თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და დისპლაზიის დროული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის მიზნით

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება

Ø  მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრასონოგრაფიული კვლევა

Ø  ორთოპედის კონსულტაცია (პირველადი)

Ø  პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, რენტგენოლოგიური გამოკვლევა

Ø  ორთოპედის კონსულტაცია (გამოკვლევის შემდგომი).

 

 

ღონისძიებით მოსარგებლეები:

Ø  0-6 თვის  ასაკის ბავშვები,  რომლებიც რეგისტრირებული არიან  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის   ტერიტორიაზე     (1000 ბენეფიციარი)