ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა

  • ამობეჭდვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2020 წლიდან ახორციელებს  პროგრამულ ღონისძიებას „ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა“. 

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø     სისხლში ტყვიის შემცველობის  დონის განსაზღვრა გრაფიტული აბსორბციის ატომური სპექტრომეტრული ან/და პლაზმური მასპექტრომეტრული მეთოდით 

 

ღონისძიების მოსარგებლეები:

 აჭარის ა.რ. სამედიცინო დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ ანტენატალური კომპონენტით მოსარგებლე ორსულები და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები,   რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და   ჩაითვალნენ მაღალი რისკის ჯგუფად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №01-413/ო ბრძანებით დამტკიცებული „ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენა და მართვის“ პროტოკოლის საფუძველზე (1500 ბენეფიციარი)

 

სერვისის მიმწოდებული:    ტენდერით გამოვლენილი დაწესებულება

ღონისძიების ღირებულება  - 135 000 ლარი