ორსულ და ლაქტაციის პერიოდში ქალებში, რისკ-ჯგუფს მიკუთვნებულ ბავშვებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა

  • ამობეჭდვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2020 წლიდან ახორციელებს  პროგრამულ ღონისძიებას ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისათვის, 2022 წლიდან ღონისძიების მოსარგებლეებს დაემატა  7-14 წლის ასაკის ბავშვები. 

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø  სისხლში ტყვიის შემცველობის  დონის განსაზღვრა გრაფიტული აბსორბციის ატომური სპეტრომეტრული ან/და პლაზმური მასპექტრომეტრული მეთოდით 

 

ღონისძიების მოსარგებლეები:

 

Ø  აჭარის ა.რ. სამედიცინო დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული   ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ ანტენატალური კომპონენტით მოსარგებლე ორსულები, აგრეთვე ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები,   რომლებიც რიან რეგისტრირებულნი   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ორსულობის პერიოდში აღენიშნებოდათ სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე;

Ø   7-14 წლის ბავშვები, რომელთა რეფერირება კვლევისთვის ხდება   სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე ოჯახის ექიმისა და/ან პედიატრის მიერ.

 

კვლევა ჩაუტარდება საპროგნოზოდ 4500 ორსულსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალს, ამასთან ერთად   რეფერირებულ 7-14  წლამდე ასაკის საპროგნოზოდ 4300  ბავშვს. ბენეფიციარებს პირველადი კვლევის შედეგის მიხედვით ჩაუტარდებათ განმეორებითი კვლევები (გარდა ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისა).