სმენის თანდაყოლილი პათოლოგიის მეორეული დიაგნოსტიკა

  • ამობეჭდვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2019 წლის პროგრამული ღონისძიება „სმენის თანდაყოლილი პათოლოგიის მეორეული დიაგნოსტიკა“  ითვალისწინებს პირველადი სკრინინგით გამოვლენილ სმენის დარღვევების მქონე ახალშბილების მეორეულ სკრინინგს და საჭიროების შემთხვევაში მათ ჩაღრმავებულ ჩაღრმავებულ კვლევებს.

 

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø  შიგნითა ყურის გამოკვლევა ანუ სმენის მეორეულ სკრინინგი

Ø  სმენის მეორეული სკრინინგით სმენის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, ტვინის ღეროს სმენის პასუხის მარტივ ტესტს (Auditory Brain Stem Response)

Ø  მეორეულ სკრინინგისა და ტვინის ღეროს სმენის პასუხის მარტივი ტესტით სმენის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, შუა ყურის ინტაქტურობის დადგენას ტიმპანომეტრული გამოკვლევით

Ø  ზემოაღნიშნული კვლევებით სმენის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, კომპიუტერულ აუდიომეტრიულ გამოკვლევას ტვინის ღეროს სმენის პასუხის რეგისტრაციის მეთოდით

 

ღონისძიების მოსარგებლეები:

Ø  ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული  ახალშობილები, რომელთაც პირველადი სკრინინგით გამოუვლინდათ სმენის დარღვევები

 

სერვისის მიმწოდებული:

Ø  ა(ა)იპ „სთეფ ფორვარდი“