ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისა და პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარის მუნიციპალიტეტებში უფასო სკრინინგაქციები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მობილურმა სამედიცინო ჯგუფმა სკრინინგული გამოკვლევები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ჩაატარა. აქციების ფარგლებში 150-ზე მეტმა ქალმა ისარგებლა უფასო სკრინინგული მომსახურებით.
მობილური მამომობილის საშუალებით სამედიცინო სერვისების მოსახლეობამდე მიტანა ქალებს შესაძლებლობას აძლევს, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ჩაიტარონ პრევენციული გამოკვლევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკისა და დროული სამედიცინო დახმარების მისაღებად.
სკრინინგაქციები მიზნად ისახავს ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობას, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციული კვლევების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ღონისძიებები იმართება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით