2019 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვის მეორე ეტაპი

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს 2019 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვის მეორე ეტაპი გაიმართა.

გეგმის თანახმად 2019 წელს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის – ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობა“ ბიუჯეტი წარმოადგენს 1 276 780 ლარს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 10 პროგრამას განახორციელებს.

მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით 2019 წლისათვის ცენტრის პროგრამებში იგეგმება შემდეგი სიახლეები:

ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა - ტუბერკულოზის გამოვლენის გაძლიერება, მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება ტუბერკულოზის შემთხვევების სრულყოფილი მართვით.

C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, აივ ინფექციის აქტიური გამოვლენის ხელშეწყობა - სამიზნე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინფიცირების სტატუსის დადგენა/მიდევნება/ დროული მკურნალობის ხელშეწყობა; 
ქალაქ ბათუმში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში (ქალაქი), დაბა ხელვაჩაურისა და დაბა ხულოს ტერიტორიაზე მოსახლეობის ზოგად პოპულაციაში C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიებზე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ იურიდიულ პირთა მიერ ინტეგრირებული სკრინინგის განხორციელების ხელშეწყობა.

აუტიზმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში - ბავშვთა გონებრივი განვითარების სრულყოფის ხელშეწყობისა და სოციალური სისუსტეების დროული აღმოფხვრის მიზნით, აუტიზმის ადრეული დიაგნოსტიკა; კერძოდ, პჯდ ქსელის მიერ რეფერირებულ 3-დან -7 წლის ასაკის ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია აუტიზმის სკრინინგული შეფასებით და საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტიკა აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების სქემით (ADOS);

გრძელდება:

C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება - გულისხმობს მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო და მკურნალობის მონიტორინგისათვის აუცილებელი კვლევების თანადაფინანსებას რეგიონის მუნიციპალიტეტებში რეგისტრიტებული ბენეფიციარებისათვის;
სმენის თანდაყოლილი პათოლოგიის მეორეული დიაგნოსტიკა; 
მენჯ-ბარძაყის სახსრის დიპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ადრეული დიაგნოსტიკა;
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენა;
ღონისძიება -ჰელმინთოზების სპექტრის დადგენა სკოლამდელ ასაკში;
ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში;
ახალშობილთა სკრინინგი მუკოვისციდოზზე.

გალერეა