24 მარტი - ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

მოქმედების დროა!
დროა, დავამარცხოთ ტუბერკულოზი!

ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქ. ბათუმის ცენტრალურ პარკში (კოლონადებთან)  უფასო სკრინინგი მიმდინარეობს.

 დაავადებათა გამოვლენის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გაეცნო.

საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს.

2018 წელს საქართველოში ტუბერკულოზის 2681 შემთხვევა დარეგისტრირდა, მ.შ. 2004 ახალი შემთხვევა.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარის რეგიონი შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“.

პროექტი მიზნად ისახავს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარის რეგიონში.

2018 წლის 24 მარტს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით, აიღო ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსების ვალდებულება.

სსიპ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროექტის ფარგლებში აქტივობებს ახორციელებს ორი მიმართულებით: 
 დაავადების აქტიური გამოვლენა სკრინინგის საშუალებით 3 დაავადების მიმართ: ტუბერკულოზი, C ჰეპატიტი და აივ ინფექცია/შიდსი
 ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტთა მეთვალყურეობა
პროექტის ფარგლებში 2018 წლის 1 აგვისტოს შემდეგ:
• გამოკვლეულია 4448 პირი, პირველადი სკრინინგით დადებითი გამოვლინდა C ჰეპატიტზე - 86, აივ-ზე დასკრინული 4372 -დან 1 დადებითი, ხოლო 4705 პირიდან 534 შემთხვევაში განხორციელდა რეფერალი ფტიზიატრთან. ტუბერკულოზი დადასტურდა 1 შემთხვევაში.
• შემთხვევის მენეჯერის მიერ მეთვალყურობა გაეწია მკურნალობაში ჩართულ 245 პაციენტს. მკურნალობა დაასრულა 97 პაციენტმა.

გალერეა