შემაჯამებელი შეხვედრა აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის პროექტის ფარგლებში

  • 18 ივნ 2018
  • Print

,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში აჭარაში მყოფმა საერთაშორისო ექსპერტმა ტომას ნიკოლსონმა ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტში ჩართულ მხარეებს მონიტორინგის შედეგები გააცნო.

ექსპერტის განმარტებით პროეტი წარმატებით ხორციელდება.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარის რეგიონი გასულ წელს შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“. პროექტი მიზნად ისახავს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარის რეგიონში.

2018 წლის 24 მარტს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით, აიღო ვალდებულება ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსებისა.
დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით უკვე განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერთა და ტუბსამსახურების თანამშრომელთა ტრენინგი ტუბერკულოზის გამოვლენასა და მართვაში, მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების კამპანია, გათვალისწინებულია მონიტორინგი და ზედამხედველობა, დამყოლობის ხელშეწყობა ვიდეოს მეთვალყურეობით მკურნალობის (VOT) წარმატებული პრაქტიკის დანერგვით. გადმოგვეცა 3 ერთეული ტრანსპორტი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროექტის ფარგლებში აქტივობებს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის მიერ გათვალისწინებული პროტოკოლით ახორციელებს, რაც ითვალისწინებს რეგიონის მოსახლეობაში:
 ტუბერკულოზის 
 cჰეპატიტის
 აივ/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგს

აჭარის რეგიონში სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ფიქსირდება აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების მაღალი დონე, რასაც ხელს უწყობს ინტენსიური მიგრაციული პროცესები. ამასთან, ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ რეგიონს აქვს მიზანი და ამბიცია იყოს გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალი, რისთვისაც რეგიონის მთავრობა აქტიურად შეუერთდა აჭარის ტუბერკულოზისაგან თავუსფალ ,,კუნძულად“ გადაქცევის ინიციატივას.

პროექტის ფარგლებში 2018 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გამოკვლეულია 4448 პირი, პირველადი სკრინინგით დადებითი გამოვლინდა C-ჰეპატიტზე 86, აივ-ზე დასკრინული 4372 -დან 1 დადებითი, ხოლო 4705 პირიდან 534 შემთხვევაში განხორციელდა რეფერალი ფტიზიატრთან. ტუბერკულოზი დადასტურდა 1 შემთხვევაში.

შემთხვევის მენეჯერის მიერ მეთვალყურობა გაეწია მკურნალობაში ჩართულ 245 პაციენტს. მკურნალობა დაასრულა 97 პაციენტმა, განიკურნა - 64.

Gallery