შეხვედრა ბათუმის რესურსცენტრში

  • 18 ივნ 2018
  • Print

დღეს ბათუმის რესურსცენტრში, სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, გამართა საინფორმაციო შეხვედრა სკოლის დირექტორებთან.
შეხვედრაზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ყურადღება გაამახვილა სკოლის მოსწავლეების, კერძოდ პირველკლასელების, იმუნური სტატუსის სრულყოფაზე, რაც საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრითაა გათვალისწინებული; ასევე ვაქცინოპროფილაქტიკის მნიშვნელობასა და მოსწავლეთა, მშობელთა, პედაგოგთა ცნობიერების გაზრდაზე პრიორიტეტულ დაავადებათა პრევენციის შესახებ. 
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსმა , ნანა ჯინჭარაძემ, წარადგინა ინფორმაცია ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინისა და 2008-2009 წელს დაბადებული გოგონების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. 
გაიცა რეკომენდაციები ორგანიზებულ დაწესებულებებში ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ.

Gallery