გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები აჭარაში 2019 წლის მე-14 კვირის მდგომარეობით

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა


მიმდინარე გრიპის სეზონის 51-ე კვირიდან (2018 წლის) დაიწყო შემთხვევათა მატება. 2019 წლის პირველი ორი კვირის მონაცემებით შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა. მე-3 კვირიდან კი დაიწყო კლება, კლების ტენდენცია შენარჩუნდა მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც, მარტის ბოლოდან და აპრილში შემთხვევათა რაოდენობა მიუახლოვდა სეზონის დასაწყისის მონაცემებს.

2019 წლის მე-14 კვირის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე (ინციდენტობა) შეადგენს 80-ს (318 შემთხვევა), წინა წლების სეზონების მიმდინარეობისაგან განსხვავებით მაჩვენებლის კლება მოხდა თანდათანობით ე.წ. „მეორე ტალღის“ გარეშე.

2019 წლის მე-14 კვირის მდგომარეობით, გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებით ჰოსპიტალურ შემთხვევათა რაოდენობამ კვირის განმავლობაში რეგიონში შეადგინა 84, აჭარაში საერთო ჰოსპიტალიზაციის წილი 7,4%-ია, რაც შეესაბამება სეზონის მშვიდ მიმდინარეობას.

გალერეა