მენჯ-ბარძაყის სახსრის დიპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ადრეული დიაგნოსტიკა

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2018 წლის  ღონისძიება ,,მენჯ-ბარძაყის სახსრის დიპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ადრეული დიაგნოსტიკა“,  ითვალისწინებს:

0-2 წლამდე ასაკის ბავშვებში ორთოპედის კონსულტაციას;

Ca-ის შემცველ მედიკამენტოზურ პრევენციას პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში;

რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;

ორთოპედის მიერ შემთხვევის მართვის დროულ დაგეგმვას.

სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების დონეზე. ღონისძიებით მოსარგებლეა 0-2 წლამდე ასაკის ბავშვები (ერთჯერადად), რეგისტრირებული აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

2018 წლის 6 თვეში ორთოპედის პირველადი კონსულტაცია ჩაუტარდა 0-2 წლამდე ასაკის სულ 1496 ბავშვს, მ.შ: 522 გამოკვლეულ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 485 ხელვაჩაურში, 111 ქედის, 142 შუახევის და 236 ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრების დონეზე. საჭიროების მიხედვით, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა და ინსტრუმენტული გამოკვლევის შემდგომი კონსულტაცია ჩაუტარდა 779 ბენეფიციარს. მედიკამენტოზური პროფილაქტიკა მიიღო 1496-მა ბენეფიციარმა.

ღონისძიების ფარგლებში ჯანმრთელია დასკრინულ ბენეფიცირთა 48%, 52% -ს ჩაუტარდა ინსტრუმენტული გამოკვლევა დიაგნოზის დადასტურების მიზნით, მ.შ. დიაგნოზი დაუდასტურდა 8 %-ს, 13% მიჩნეულ იქნა საეჭვოდ და საჭიროებს რენტგენოლოგიურ კვლევას 6 თვის ასაკში.

გალერეა