მწერებით გადამტანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეორე ეტაპი გრძელდება

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

მწერებით გადამტანი დაავადებების პრევენციის მიზნით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სადეზინსექციო სამუშაოების მეორე ეტაპს აგრძელებს. დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი, ტრანსმისიული დაავადებების გადამტანების წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გაეცნო. კომპლექსური ღონისძიებების პირველი ეტაპი 1 მაისიდან დაიწყო – ჩატარდა სადეზინსექციო სამუშაოები შავიზღვისპირა ზოლში სარფიდან ანაკლიამდე ყველა სახის კოღოს წინააღმდეგ; ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის დეზინსექტანტით დამუშავდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შიდა არეალი. ბოტანიკური ბაღის თანამშომლების თქმით, ცენტრის სპეციალისტების მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და პირველ ეტაპზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა ტერიტორიაზე არსებული ინსექტიციდები. 1 აგვისტოდან მიმდინარეობს იგივე ტერიტორიების ხელმეორედ დამუშავება და გაგრძელდება სექტემბრის თვეშიც. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში 1 მლნ 520 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დამუშავდება. პრევენციის მიზნით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სადეზინსექციო სამუშაოების მეორე ეტაპს აგრძელებს. დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი, ტრანსმისიული დაავადებების გადამტანების წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გაეცნო. კომპლექსური ღონისძიებების პირველი ეტაპი 1 მაისიდან დაიწყო – ჩატარდა სადეზინსექციო სამუშაოები შავიზღვისპირა ზოლში სარფიდან ანაკლიამდე ყველა სახის კოღოს წინააღმდეგ; ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის დეზინსექტანტით დამუშავდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შიდა არეალი. ბოტანიკური ბაღის თანამშომლების თქმით, ცენტრის სპეციალისტების მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და პირველ ეტაპზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა ტერიტორიაზე არსებული  მწერები. 1 აგვისტოდან მიმდინარეობს იგივე ტერიტორიების ხელმეორედ დამუშავება და გაგრძელდება სექტემბრის თვეშიც. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში 1 მლნ 520 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დამუშავდება.

გალერეა