20 წელი მოსახლეობის გვერდით

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

2017 წლის ნოემბრის თვეში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და დაავადებათა პრევენცია აჭარაში. 
კონფერენციის მიზანი: ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი გამოწვევების მიმართ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მზადყოფნა, რისთვისაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრაზე ისაუბრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების მიმდინარეობაზე მუნიციპალურ ჭრილში, ვაქცინოპროფილაქტიკით რეგიონში მიღწეულ შედეგებზე, c ჰეპატიტის აღმოფხვრის სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებზე. წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალაქ ბათუმში საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგის შედეგების შესახებ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 20 წლიან საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დააჯიკდოვა საზოგადოებრივი ჯანდცვის თანამშრომლები 
კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს , აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ფართო სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები.

გალერეა