აჭარაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით, ახალი სერვისი დაინერგება

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

ბათუმში, სასტუმრო ,,რედისონში“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის - ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა მშობელთა წიგნის დანერგვის გზით“ - ოფიციალური წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, რეგიონის ოფიციალური პირები, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წევრები, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები და პირველადი ჯანდაცვის სერვისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო JICA-სთან ერთად, აჭარაში მნიშვნელოვანი პროექტის - ორსულ ქალთა და ახალშობილთა მაღალი ხარისხის უწყვეტი მეთვალყურეობის დანერგვა უკვე დაიწყო. საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია. ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხს გააუმჯობესებს და მშობელთა ცნობიერებას აამაღლებს, რაც პროექტის მთავარი მიზანია" - განაცხადა შეხვედრისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

გალერეა