აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოდგილე, ავთანდილ ფუტკარაძე, ცენტრის საპილოტე პროგრამის მონიტორინგის მიზნით, ხულოს მუნიცილაპიტეტის სოფელ ხიხაძირში იმყოფებოდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოდგილე, ავთანდილ ფუტკარაძე, ცენტრის საპილოტე პროგრამის მონიტორინგის მიზნით, ხულოს მუნიცილაპიტეტის სოფელ ხიხაძირში იმყოფებოდა.
აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის ახალი ღონისძიებაა, რომელიც გულისხმობს ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებას მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისთვის.
კერძოდ, მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით ღონისძიება ითვალისწინებს სამედიცინო ბრიგადის ვიზიტებს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ცენტრისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე.
სამედიცინო გამოკვლევებს ატარებს ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი; საჭიროების შემთხვევაში გაიცემა მედიკამენტების პაკეტი.
მაღალმთიანი სოფლების ამბულატორიებში, აპრილი - მაისის თვეში, განხორციელდა 11 ვიზიტი, გამოკვლეული იქნა სოფლის 700-მდე მცხოვრები .