იმუნიზაციის კვირეული 21-27 აპრილი, 2024

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

დღეს ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში ბათუმის N6 საჯარო სკოლაში საჯარო სკოლების მედ პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ავთანდილ ფუტკარაძე, რომელმაც ვაქცინაციის მნიშვნელობასა და გლობალური მიღწევების შესახებ ისაუბრა.
,, 1974 წელს დაიწყო იმუნიზაციის გლობალური გაფართოებული პროგრამა, რათა ყველა ბავშვს, ყველა ქვეყანაში, ესარგებლა სიცოცხლის გადამრჩენი/შემანაჩუნებელი ვაქცინებით 6 პოტენციურად ფატალური დაავადების წინააღმდეგ.
1974 წლიდან, ვაქცინაციის წყალობით აღმოიფხვრა ყვავილი, შემცირდა ველური პოლიოვირუსის გავრცელების გეოგრაფიული დიაპაზონი ორ ქვეყანამდე; მკვეთრად შემცირდა წითელას, წითურას, ტუბერკულოზის, ყივანახველას, ტეტანუსის და დიფთერიის შემთხვევები. ვაქცინაციამ უდიდესი წვლილი შეიტანა ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაში.
რუტინული იმუნიზაციის პროგრამები განაგრძობს ინოვაციების დანერგვას და გაფართოებას და დღეისათვის, მოიცავს ბავშვებთა, მოზარდთა და მოზრდილთა ვაქცინაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული სულ მცირე 13 დაავადების წინააღმდეგ.
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ვაქცინით მართვადი ინფექციებისგან და იგი უზრუნველყოფს უფასო ვაქცინაციას იმუნიზაციის კალენდრით და ეპიდჩვენებით განსაზღვრული ვაქცინებით.“ - აღნიშნა ავთანდილ ფუტკარაძემ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და ვაქცინოპროფილქტიკის განყოფილების უფროსმა, ნანა ჯინჭარაძემ, საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობისა და რუტინული ვაქცინაციის შეახებ ისაუბრა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ბათუმის რესურსცენტრის მიერ.

გალერეა