მიმდინარე წელს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამა "ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი" გაფართოვდა და მასში აჭარაში რეგისტრირებული ყველა ახალშობილი ჩაერთო.

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

პროგრამით სარგებლობა უკვე 0-1 თვის ასაკის ყველა ბავშვს შეუძლია. კვლევას 40-მდე დაავადების სკრინინგს მოიცავს, რომლის მიზანია თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების დროული აღმოჩენა და განვითარების დარღვევების შეუქცევადი პროცესების თავიდან აცილება.
სკრინინგის დადებითი პასუხის შემთხვევაში, დიაგნოზის დასადასტურებლად, ახალშობილებს უტარდებათ კონფირმაციული კვლევა."ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 2023 წელს დაიწყო, გასულს წელს პროგრამაში 1000 ბავშვი ჩაერთო, სკრინინგი ვრცელდებოდა - შშმ მშობელის, სოც ქულის მქონე ოჯახების და რისკ-ჯგუფს მიკუთვნებულ ახალშობილებზე.
პროგრამის მიმდინარეობის პროცესს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში გაეცნო.

გალერეა