ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთში, სოფლის ექიმებთნ, თემის სამედიცინო პუნქტის ექთნებთან და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის წარმომადგენლებთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო ნიჟარაძემ გამართა.

აჭარა, როგორც ტურისტული რეგიონი, აჭარის მთავრობის ხელშეწობით, ელიმინაციის პირველ კუნძულად იქნა შერჩეული.

 პროგრამის ფარგლებში დაავადებათა გამოვლენის გაუმჯობესების მიზნით:

 წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე განთავსდება მობილური ამბულატორია.

 მოსახლეობას საშუალება ექნება საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩაიტაროს უფასო გამოკვლევა სასუნთქ გზებსა და სხვა ინფექციურ დაავადებებზე.

 გამოკვლევები ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასათვის.


გალერეა