ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში სამედიცინო პუნქტის ექთნების, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ პროგრამის განხორციელების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

ინიციატივის მიზანია - აჭარის, როგორც ტურისტულად სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონის, ტუბერკულოზისაგან თავისუფალ ,,კუნძულად“ ქცევა, რომელიც განხორციელდება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, გლობალური ფონდისა და აჭარის ა/რ მთავრობის დაფინანსებით.

გალერეა