ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ერთი თვის შდეგები

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე შემთხვევის მენეჯერებთან ერთად განიხილეს პროგრამის სპეციფიკა და ერთი თვის შედეგები.

აგვისტოს თვეში პროგრამის ფარგლებში განხორციელდა მობილური ამბულატორიის 16 ვიზიტი ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე. ექიმ ფთიზიატრების მიერ კონსულტირებულია 580 ბენეფიციარი, რომელთაგან 64 საეჭვო შემთხვევა გადამისამართებულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში. C ჰეპატიტსა და HIV ინფექციაზე კგამოკვლევა ჩაუტარდა 500-ზე მეტ ბენეფიციარს, მ.შ. გამოვლინდა პირველადი C ჰეპატიტის 8 და HIV ინფექციის 1 შემთხვევა.  შემთხვევის მენეჯერების მიერ, აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებთან, განხორციელებულია 70-ზე მეტი ვიზიტი. მიმდინარეობს სრული ანგარიშის აგრეგირება. 

გალერეა