სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეა 2018 წელი (6 თვე)

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

დაავადების ინციდენტობა აჭარის საშუალო მაჩვენებელს აღემატება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და ქალაქ ბათუმში, სხვა ტერიტორიები წარმოდგენილია აჭარის საშუალოზე დაბალი დონით.

როგორც დიარეული კლინიკით მიმდინარე დაავადებების სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებენ (დაავადებები აღირიცხება ყოველთვიური ჯამური/აგრეგირებული ფორმით), მრავალი წელია ზაფხულის პერიოდში აჭარის / ტერიტორიაზე მუდმივად ადგილი აქვს დაავადებათა მატების დაწყებას ივლისის თვიდან, მაქსიმუმს აღწევს აგვისტოში და ოქტომბერში უბრუნდება არასაკურორტო დონეს.

მიმდინარე წელს აღირიცხა სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეის 1695 შემთხვევა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით (2017 6 თვე–2061შემთხვევა) 366 ერთეულით ნაკლებია.

დიარეით მიმდინარე შემთხვევების 58% ფიქსირდება 0-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში (984 შემთხვევა). 

გალერეა