ტრენინგი გარემოს ჯანმრთელობის შესახებ

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

გარემოს ჯანმრთელობის სფეროში “შეტყუპების” (Twinnig) პროექტის მოთხოვნათა მიხედვით, აჭარის რეგიონებში დაიგეგმა საბაზისო ტრენინგების ციკლი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ექსპერტები: ბ-ნი პაოლო ლაურიოლა, ბ-ნი ანდრეა რანცი და ბ-ნი სტეფანო ძაული-საიანი - ემილია - რომანიის რეგიონის გარემოს დაცვის სააგენტო, იტალია.

ამჯერად ტრენინგი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მიმდინარეობს, იგი მიზნობრივია და გათვლილია საზოგადოებრივი, გარემოს ჯანმრთელობის, რეგიონული და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებისათვის.

ტრენინგი უზრუნველყოფს საბაზისო ინფორმაციის მიწოდებას გარემოს ჯანმრთელობის სფეროს შესახებ. ყურადღება გამახვილდა ჰაერის ხარისხსა და შესაბამის საფრთხეებზე. შეფასების მეთოდები, პრევენციის სტრატეგიები და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საკითხები წარმოდგენილ იქნა წარმატებული ინტერვენციების ამსახველი მაგალითების საფუძველზე.

გალერეა