წითელას გავრცელება აჭარის რეგიონში 2018წ (8 თვე)

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

აჭარის რეგიონში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში წითელათი ავადობის მნიშვნელოვანი მატება 2004 და 2013 წლებში დაფიქსირდა. 2013 წლის პიკი განპირობებულია 2008 წელს იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის წარუმატებლობით, აღნიშნულმა ხელი შეუწყო მოსახლეობის არაიმუნური ფენის დაგროვებას, რაც წითელათი ავადობის ეპიდემიური მატების პირობა გახდა. ავადობის ტვირთი, ძირითადად, 1 წლამდე და 15-30 წლის ასაკის მოსახლეობაში დაფიქსირდა.

წითელას ეპიდემიის დასაწყისი ფიქსირდება გასული წლის ნოემბრის თვეში ხულოს მუნიციპალუტეტის ღორჯომის თემში. 

2017 წელს  აჭარის რეგიონში დაფიქსირდა წითელას სულ 65 შემთხვევა.

რაც შეეხება 2018 წლის 8 თვეს, დაფიქსირდა წითელას 451 შემთხვევა, აქედან 140 ლაბორატოიული კვლევის შედეგად უკუგდებული, ანგარიშგებაში მოექცა 311 შემთხვევა, მ.შ. 267 ლაბორატორიულად დადასტურებული.

გალერეა