აჭარის რეგიონში 2019 წელს წითელას შესახებ შეტყობინებას დაექვემდებარა 130 შემთხვევა, აქედან 42 ლაბორატორიული კვლევის შედეგად უკუგდებული, ანგარიშგებაში მოექცა 88 შემთხვევა, მ.შ. 70 ლაბორატორიულად დადასტურებული წითელა, 18 - სავარაუდო კლინიკური.
აჭარის
რეგიონში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში წითელათი ავადობის მნიშვნელოვანი მატება
2004 და 2013 წლებში დაფიქსირდა. 2013 წლის პიკი განპირობებული იყო 2008 წელს იმუნიზაციის
მასობრივი კამპანიის წარუმატებლობით, აღნიშნულმა ხელი შეუწყო მოსახლეობის არაიმუნური
ფენის დაგროვებას, რაც წითელათი ავადობის ეპიდემიური მატების პირობა გახდა. ავადობის
ტვირთი, ძირითადად, 1 წლამდე და 15-30 წლის ასაკის მოსახლეობაში დაფიქსირდა.
2017
-2018 წლის წითელას ეპიდემია
დაიწყო ნოემბრის თვეში, ხულოს მუნიციპალუტეტის
ღორჯომის თემში, საიდანაც შემთხვევები მთელ რეგიონში გავრცელდა. 2017 წლის ბოლოს აღირიცხა 65 შემთხვევა, 2018 წელს კი - 322.