2025 წელს პროგრამული ღონისძიების - ’’ოსტეოპოროზის პრევენციული სკრინინგის“ ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების მიხედვით შერჩეული ბენფიციარებისათვის გათვალისწინებული იყო დენსიტომეტრიული კვლევა რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრიის საშუალებით.
ღონისძიების ბენეფიციარები - საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიერ (რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, ონკოლოგი, ოჯახის ექიმი და სხვა) მიმართვის/ფორმა-100-ის საშუალებით მოხდა მათი რეფერირება დენსიტომეტრიულ კვლევაზე.
საანგარიშო პერიოდში კვლევა ჩაუტარდა 600 ბენეფიციარს, ბენეფიციარები მუნიციპალიტეტების მიხედვით: ბათუმი -419, ქობულეთი -73, ხელვაჩაური -67, ქედა -12, შუახევი -15, ხულო - 14.