აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში - ხულოში, შუახევსა და ქედაში - ძუძუს კიბოს სკრინინგაქციები დასრულდა.
'' ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში - ხულოში, შუახევსა და ქედაში - ძუძუს კიბოს სკრინინგაქციები დასრულდა.
აქციების ფარგლებში 200-მდე ქალმა ჩაიტარა ძუძუს კიბოს სკრინინგი, რაც დაავადების ადრეული გამოვლენისა და ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
სკრინინგაქციების მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, პრევენციული გამოკვლევების მნიშვნელობის ხაზგასმა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალებს შესაძლებლობა აქვთ, უფასო გამოკვლევები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ჩაიტარონ.