2019 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ახორციელებს პროგრამულ ღონისძიებას ბავშვთა გონებრივი განვითარების
სრულყოფის ხელშეწყობისა და სოციალური სისუსტეების დროული აღმოფხვრის მიზნით.
ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:
Ø ბავშვთა
ფსიქიატრის კონსულტაცია აუტიზმის სკრინინგული შეფასებით
Ø ფსიქიატრის
კონსულტაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ADOS ტესტის ჩატარება
ღონისძიების მოსარგებლეები:
Ø რეგიონის
მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ბავშვები 2-დან 7 წლის ჩათვლით, რომლებიც პირველადი
ჯანდაცვის ქსელიდან დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გადამისამართებულია ბავშვთა ფსიქიატრთან.
ბენეფიციართა საპროგნოზო რაოდენობა - 300.