ცენტრის შესახებ
სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (შემდგომში- ცენტრი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უწყებაა, რომლის კომპეტენციებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს, თანახმად, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა. ცენტრი წარმოდგენილია შემდეგი
პირველადი სტრუქტურული ერთეულებით: გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილება, ბუღალტრული
აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების განყოფილება, საზოგადოებასთან ურთიერთობისა
და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის განყოფილება, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს განყოფილებები.
საშტატო განრიგით ცენტრის თანამშრომელთა რიცხოვნობა შეადგენს 48-ს, გარდა ამისა ცენტრში ხელშეკრულებით დასაქმებულია 20
პირი.
ცენტრის მიზანი:
ცენტრის
მიზანია: რეგიონში ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო გარემოს უზრუნველყოფა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და
გაუმჯობესება გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი
მზადყოფნისა და დროული
რეაგირების გზით; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, მოსახლეობის ცნობიერების დონის გაზრდა და
ჩართულობა; დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დიაგნოსტიკა, არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული
ავადობითა და უნარშეზღუდულობით გამოწვეული მართვადი ტვირთის
შემცირება, სამედიცინო დიაგნოსტიკურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა მუნიციპალურ დონეზე.