საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა

აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა. დაწესებულების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ წარუდგინეს.

რუსუდან შავიშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად კონკურსის გზით დაინიშნა. ის მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე იყო.

ზაალ მიქელაძემ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალ ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროში გაწეული მუშაობისთვის  და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.  ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრის პროგრამებსა და მომავალ გამოწვევებზე, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ცენტრის მუშაობას აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციის გაუმჯებედების მიზნით.

რუსუდან შავიშვილ დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა:

2015-2018 წლამდე -   სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ 2010-ში“ სამედიცინო დირექტორად, შემდეგ კი კლინიკურ მენეჯერად.

2013-2015 წწ - „უნიმედი აჭარა - ბათუმის რეფერალური ამბულატორია“-ში, პროექტის მენეჯერად;

უნიმედი აჭარა - ბათუმის რეფერალური საავადმყოფო“-ში, პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტად.
2008-2013
წწ - „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბათუმის ჩემი ოჯახის კლინიკაში”, ოფის მენეჯერად.
1986-2008
წწ - „სპეც. საავადმყოფო - პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“ (დიაგნოსტიკური ცენტრი), სტაციონარის ექიმ-ორდინატორად.

1983-1986 წწ - „საექიმო ფიზკულტურის დისპანსერში“ - კონტროლის ექიმად.

1979-1983 წწ - „აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო - პოლიკლინიკაში“, უბნის ექიმად.

რუსუდან შავიშვილი 1985 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.