საინფორმაციო შეხვედრა ბავშვთა ორგანიზებული დაწესებულებების სასწავლო პროცესისათვის მზადყოფნის მიზნით

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთობლივად, სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, გამართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ბავშვთა ორგანიზებული დაწესებულებების სასწავლო პროცესისათვის მზადყოფნის ხელშეწყობა .

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებზე, კერძოდ, მათი პირველადი პრევენციული ღონისძიებებით უზრუნველყოფაზე; ორგანიზებული ჯგუფების იმუნური სტატუსის  სრულყოფაზე; მოსწავლეთა, მშობელთა  და პედაგოგთა ცნობიერების გაზრდაზე პრიორიტეტულ დაავადებათა პრევენციის შესახებ.

 აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ წარდგენილი იქნა ინფორმაცია  ქვეყნისა და რეგიონის დონეზე არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ ბავშვთა ასაკობრივ ჭრილში; ასევე ვაქცინოპროფილაქტიკის მნიშვნელობის, 2018 წელს ეპიდემიის სალიკვიდაციოდ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.  გაიცა რეკომენდაციები ორგანიზებულ დაწესებულებებში (სკოლკებსა და ბაღებში) ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ, დაიგეგმა შეხვედრები რესურსცენტრებისა და ბაღების გაერთიანებებისათვის მუნიციპალიტეტების დონეზე.