სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის რესურსცენტრში

დღეს ხელვაჩაურის რესურსცენტრში გამართა საინფორმაციო შეხვედრა სკოლის დირექტორებთან.
შეხვედრაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლის მოსწავლეების, კერძოდ პირველკლასელების, იმუნური სტატუსის სრულყოფაზე, რაც საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრითაა გათვალისწინებული; ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინისა და 2008-2009 წელს დაბადებული გოგონების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. 
გაიცა რეკომენდაციები ორგანიზებულ დაწესებულებებში ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ.
დარიგდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა ფლაერებისა და პოსტერების სახით.