აუტიზმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში

  • Print

2019 წელს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს ახალ პროგრამულ ღონისძიებას ბავშვთა გონებრივი განვითარების სრულყოფის ხელშეწყობისა და სოციალური სისუსტეების დროული აღმოფხვრის მიზნით.

ღონისძიების მოსარგებლეები:

Ø  ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული  ბავშვები 2-დან 7 წლამდე, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გადამისამართებულია ბავშვთა ფსიქიატრთან. ბენეფიციართა საპროგნოზო რაოდენობა - 120.

 ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø  ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია აუტიზმის სკრინინგული შეფასებით

Ø  ფსიქიატრის კონსულტაციის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ADOS ტესტის ჩატარება

ღონისძიებით გათვალიწინებული მომსახურება განხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის  საშუალებით, რომელსაც გასცემს  სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრი პირველადი ჯანდაცვის  ქსელიდან მიმართვის საფუძველზე