ღონისძიება
ხორციელდება ბავშვთა განვითარების ადრეულ ასაკში ძვალ-სახსართა თანდაყოლილი დეფორმაციების, მ.შ. მენჯ-ბარძაყის
სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და დისპლაზიის
დროული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის მიზნით
მომსახურების მიწოდების ადგილი:
აჭარის ა.რ. მუნიციპალიტეტების (ხელვაჩაურის, ქობულეთის,
ქედის, შუახევის და ხულოს) პირველადი ჯანდაცვის ცენტრები (ამბულატორიები)
ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:
Ø ორთოპედის
კონსულტაცია (პირველადი),
Ø პირველადი
დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში, რენტგენოლოგიური გამოკვლევა,
Ø ორთოპედის
კონსულტაცია (რენტგენოლოგიური გამოკვლევის შემდგომი), შემთხვევის მართვის დროული დაგეგმვა.
Ø Ca-ის
შემცველი მედიკამენტოზური პრევენცია (ყველა მომართულ ბენეფიციარზე)
ღონისძიებით მოსარგებლეები:
Ø 1 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც წარმოადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
(ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში) ტერიტორიაზე
რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს
სერვისის მიმწოდებელი:
Ø შპს „საოჯახო მედიცინის
რეგიონული ცენტრი